თიკო თვალაძე – “მგონია ყველამ კარგად გავითავისეთ საფრთხის მასშტაბები…”

“საშინელება რაც საფრანგეთში მოხდა არ არის ლოკალური პრობლება და ტრაგედია. ეს იყო მსოფლიო მასშტაბის უსაშიშესი გზავნილი. არავინ ვიცით ვინ იქნება შემდეგი… ამიტომ, ვისი ხმაც ჩვენი ქვეყნის სახელით ისმის საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემის გარშემო – ეს იქნება პოლიტიკოსი, უბრალო მოქალაქე, თუ ექსპერტი, უნდა იყოს აუცილებლად ძალიან მოზომილი, ფრთხილი, გააზრებული, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ნათქვამი და არა ცხელ გულზე სიტყვების რახარუხი, რამაც შეიძლება საფრთხის წინაშე დაგვაყენოს მთელი ქვეყანა. ტერორიზმი იყო, არის და იქნება მსოფლიოსთვის დომინოს პრინციპით დამანგრეველი ძალა, რომელსაც ცივილიზებული სამყარო ურთიერთშეთანხმებული, კოოორდინირებული და მშვიდობაზე მაქსიმალურად ორიენტირებული ქმედებებით თუ დაამარცხებს. ყველაფერ აქედან გამომდინარე, ხალხის მოზღავებული ან/და ემოციური შეფასებები ამ თემის ირგვლივ არ მეჩვენება ყალბად “je suis charlie”-სგან განსხვავებით. მგონია ყველამ კარგად გავითავისეთ საფრთხის მასშტაბები და სწორედ ეს არის ასეთი აქტიურობის მიზეზი. ძალიან მნიშვნელოვანია არ ვიყოთ გულგრილები, ვიყოთ გულწრფელად მოზიარეები და არ “გვეშოროს” ის რაც მოხდა. ტერორიზმი, მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქის თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილია …”

წერს თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში

Leave A Reply

Your email address will not be published.