თიკო თვალაძე: “გოკა გაბაშვილმა თქვა ჩვენ მხარდამჭერებს არაადამიანური მეთოდებით აწამებენო – არ ვხუმრობ, ესეც იკადრეს”

თუ სასამართლოს არ ენდობით, ვერ გრძნობთ თავს უსაფრთხოდ, მეგა-ჭინთვების მიუხედავად 1000 კაცსაც ვერ აგროვებთ თავისუფალი სიტყვის საბადო – “რუსთავი 2”-ის მხარდასაჭერ კონცერტზე, გდევნიან, გაწამებენ (გოკა გაბაშვილმა თქვა ჩვენ მხარდამჭერებს არაადამიანური მეთოდებით აწამებენო – არ ვხუმრობ, ესეც იკადრეს), ქვეყანა იღუპება, შიმშილია, სიცივეა, ბნელია, უკუნია, გაზპრომის გაზიც არ ათბობს, ხელისუფლების მიერ ერთადერთ არაკონტროლირებად ტელევიზიას გართმევენ და მართალ სიტყვას ახშობენ (თან ვიცინი ამას რო ვწერ), არსებობს კადრები +18 რომლითაც გაშანტაჟებენ (რეებს კადრულობენ, გადაღებულის წაშლაც არ ინებეს ამდამპლებმა!), ურთმელიძის დედის ნაჯახზე მეტი თემა აღარ დაგრჩათ რაზეც ხალხს დაელაპარაკებით, რუსი ოლიგარქი მართავს ქვეყანას – რომელსაც 9 წელი შარავანდედი დაადგით ისე გააბრწყინეთ, თუ – ვანო, გიგი, ახალაია, ფირცხალავა, ცაავა და სხვები თავის უსპეტაკესად განვლილი ცხოვრების გზის მიუხედავად ციხეში მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით აღმოჩდნენ და ა.შ… ხოდა რისი თქმა მინდოდა… ნუღარ ფაფხურობთ, მოკაკვეთ მიშას გადაგრეხილი თითები, რაც მე ზღვა ხალხი გნახეთ გუშინ კონცერტზე ამდენ “თუს” ვერ მოერევით დამიჯერეთ

წერს თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში

Comments
Loading...