თინა ხიდაშელი: დემოკრატია ასეთია,ზოგს ბრიუსელი მოსწონს და ზოგს ჩეჩნეთი

დემოკრატია ასეთია – ზოგს ვაშინგტონთან უნდა მჭიდრო ურთიერთობები, ზოგს მოსკოვთან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარის, დონალდ იენსენის განცხადებას, რომ ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილი უფრო ღიაა რუსული მესიჯებისთვის და დასავლეთიც დაიღალა ამ ყველაფრისგან.

“რა თქმა უნდა, საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ რუსულ სახელმწიფოსთან დაკავშირებით, ვიდრე მე მაქვს მაგალითად, ან ჩემი ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. დემოკრატია ასეთია – ზოგს ვაშინგტონთან უნდა მჭიდრო ურთიერთობები, ზოგს მოსკოვთან, ზოგს ბრიუსელი მოსწონს და ზოგს ჩეჩნეთი. ამოცანა ძალიან მარტივია, ან გინდა ბესლანის რუსეთი, ან გინდა იყო დასავლური, ცილიზებული, დემოკრატიული, თავისუფალი სამყაროს ნაწილი. ჩვენ თავისუფლება ავირჩიეთ”, -განაცხადა თინა ხიდაშელმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.