თინა ხიდაშელი „პატრიოტთა ალიანსის“ მოთხოვნაზე: სასამართლო მიმდინარეობს და დაველოდოთ

„სასამართლო მიმდინარეობს და შეგვიძლია დაველოდოთ“, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოთხოვნას, თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადადგიომასთან დაკავშრებით.

„,,სასამართლო მიმდინარეობს და შეგვიძლია დაველოდოთ სასამართლოს,,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, დღეიდან „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა შიმშილობა დაიწყეს. მათი მოთხოვნაა, ქვეყანაში საარჩევნო გარემო შეიცვალოს.

შეგახსენებთ, საგარეჯოში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა გაიმარჯვა. ირმა ინაშვილმა კი, მეორე ადგილი დაიკავა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.

„ბიულეტენები ჯიბიდან, ჩანთიდან, თუ საცვლიდან ამოაძვრინეს“, – აცხადებდა ინაშვილი. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მტკიცებით, საგარეჯოში შუალედური არჩევნების გაყალბებაში თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები მონაწილეობდნენ და მათი გადადგომა მოითხოვეს.

Comments
Loading...