თინა ხიდაშელი: სწორედ ახლა მივდივარ სტამბოლში, ეს ტერაქტები ვერ მაშინებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში სტამბოლში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება:

„ახალი წლის დასვენებები იწყება და კიდევ ერთი აფეთქება სტამბულში. დასაშინებლად, პანიკისთვის, რომ არ დაავიწყდეს ხალხს სტამბოლი საშიში ადგილია, აღარ ჩავიდნენ, ეშინოდეთ.

ჰოდა, სწორედ ახლა მივდივარ სტამბულში. არც გეგმების შეცვლას ვაპირებ და ვერც ეს ტერაქტები მაშინებს.

მომავალ კვირას სწორედ იქ ვიქნებით და ზუსტად ისე ვიხალისებთ, გავერთობით, როგორც დაგეგმილი გვქონდა.

ეს ტერაქტები არ მუშაობს, ვერ გვაშინებს, ვერ გვაჩერებს“,-წერს ხიდაშელი.

სტამბოლის ცენტრში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 29, ხოლო დაჭრილია 166 ადამიანი.

Comments
Loading...