თინა ხიდაშელი:ქვეყანაში საზღვრის კონტროლი უნდა გამკაცრდეს

მთავრობის ადმინისტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საბჭოს წევრები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ. კერძოდ, მასში მონაწილეობდნენ უსაფრთხოებისა დაა კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი დავით სუჯაშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განცხადება გააკეთა.

“როდესაც ასეთი სხდომა ტარდება, ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან კონკრეტული გეგმები განვიხილოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ასევე, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უწყებების მიხედვით, ავიღოთ პასუხისმგებლობა. ამიტომ, დიახ, გიდასტურებთ, რომ კონკრეტულ თემებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე, კონკრეტულ ღონისძიებებზე იყო საუბარი, რომელიც შესაბამისი უწყებების მიხედვით უნდა განხორციელდეს, თუმცა ჩვენ არ ველოდებით რაიმე მყისიერ საფრთხეს. საქართველოს, როგორც სადაზვერვო სამსახურები, ასევე ყველა ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მუშაობს პარტნიორებთან ერთად სრულ სინქრონიზაციაში. შესაბამისად, ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია, ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით,
უმთავრესი ღონისძიებები, რომელიც ასეთ დროს ნებისმიერ ქვეყანაში პირველ რიგში გასაკეთებელია, არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და ის კონკრეტული ზომები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ არ მოხდეს შემოღწევა ქვეყნისთვის საფრთხის მატარებელი ელემენტების. ეს არის ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველადი ხარისხის ღონისძიება. ამ მიმართულებით ძალიან კონკრეტული გეგმა არსებობს, რომელიც დღეს არ მოგვიგონია. ეს გეგმები არსებობს და რა თქმა უნდა, ამოქმედებას იწყებენ იმის მიხედვით, ქვეყანაში როგორი ვითარებაა”, – აღნიშნა საქართველოს თავდ
აცვის მინისტრმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.