თინა ხიდაშელმა ჯარის ფორმები კოდუას დედას დაუკვეთა

“თინას შეკვეთილი“ – ეს სიტყვათწყობა არაფერს გვეუბნება თუ არ განვმარტავთ, რომ ,,თინა“ საქართველოს დღევანდელი ამირსპასალარი, ანუ თავდაცვის შეფინია, ხოლო შეკვეთილი – ის სამხედრო უნიფორმა, რომელიც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ქალბატონმა თინამ ცნობილ ბიზსნესლედისა და ავადსახსენებელი ერეკლე კოდუას გამზრდელ დედას, ლაურა ღაჭავას ქართული ჯარისთვის შეუკვეთა” – წერს გაზეთი “ასავალ დასავალი”

თინა ხიდაშელი როცა პარლამენტის წინაშე წარსდგა, განაცხადა, ,,ქართული ჯარისთვის ფორმები მთლიანად გვინდა, რომ იკერებოდეს საქართველოში. ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა საპარტნიორო ფონდის წინა ხელმძღვანელობასთან. დავით საგანელიძეს ჯერ არ შევხვედრივარ და იმედია, მოკლე ხანში ამას მოვახერხებთ.

საპარტნიორო ფონდის სრული მხარდაჭერა გვაქვს ამ პროექტში და იმედი მაქვს, ეს მიმართულებაც სასწრაფოდ ამოქმედდება. ეს კიდევ დამატებით თანხაა რომელიც დარჩება საქართველოში და მოხმარდება ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილის შექმნას“ – განაცხადა ხიდაშელმა.

„ჩვენ საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუ ქართველ ჯარისკაცებს ფორმებს მაინცდამაინც ლაურა ღაჭავას სამკერვალო ფაბრიკაში შეუკერავენ. მოგეხსენებათ, ლაურა ღაჭავა ისეთი ნიჭიერი ბიზნესლედია, თავის დროზე ედუარდ შევარდნაძე ,,შეკერა“, როცა საავიაციო ბიზნესში შედგა ფეხი და როგორ ფიქრობთ, სამხედრო უნიფორმის შეკერვა გაუჭირდება? ცხადია, არა!

ასეც რომ არ იყოს, ბოლოს და ბოლოს, დევნილობაში მყოფი ერეკლე კოდუას დედაა ქალბატონი ლაურა ღაჭავა და მას შემდეგ, რაც კაცი ქვეყნიდან გადაიხვეწა, ვინ იცის, რამდენი რამ მოაკლდა ვანო მერაბიშვილთან ერთად გვამებით მოვაჭრე ერეკლეს ოჯახს?

თუ სახელმწიფო ასეთი გაჭირვებისა და დაქცევის ჟამს კეთილ ნებას გამოიჩენს და ქალბატონი ლაურა ღაჭავას სამკერვალო საამქროს სახელმწიფო შეკვეთის სახით მილიონებს დააყრის, მე თქვენ გეტყვით და, სად წავა ის ფული – ნაძირალა სააკაშვილთან თუ ადეიშვილთან?

როგორც ჩვენმა სახელმგანთქმულმა და ბრძოლებში ნამამაცარმა ამირსპასალარმა თინა ხიდაშელმა თქვა, ისევ ჩვენ არ დაგვრჩება და დაგვიბრუნდება ათეულობით მილიონი ლარი? აი, ამას რომ ვერ ვგებულობთ და მტერი მოყვარეში რომ გვერევა, იმიტომ არის ჩვენი საქმე კარგად!

ლაურა ღაჭავა რომ არ გამოჩენილიყო თავისი სამკერვალო საამქროთი, ამირსპასალრ თინა ხიდაშელს ხომ დარჩებოდა ჯარი ტიტველი?

ჩვენ უმწიკვლო და გმირ ჯარისკაცებს აცვიათ და გაეროს შეჩვენებული კომისარი მაინც იმას აბრალებს, აფრიკაში ქალები გააუპატიურეთო. ქალბატონ ლაურას სამკერვალო ფაბრიკა რომ არ ჰქონოდა და ბიჭები ტიტვლები დარჩენილიყვენ, რა ამბავი ატყდებოდა – საცოდავი ლუკრეციას გაუპატიურებასაც ქართველ სამხედროებს დააბრალებდნენ.

ქალბატონი ლაურას საკერავი მანქანა გამოცდილია და ბევრი რამ შეუძლია – ამოხვევაც იცის, ამოგვირისტებაც და ,,სტროჩკაც“ დიდებული აქვს.

ისიც გეცოდინებათ, ვინც ლაურა ღაჭავას ,,საკერავ მანქანაში“ მოჰყვა,ზოგს ,,სტროჩკა“ დაადეს, ზოგს – ,,ტოჩკა“, ზოგი – ამოახვიეს და ზოგიც პროზექტურაში ამოაგვირისტეს.

მოკლედ, საქმე ასეა – ქალბატონმა ლაურამ თინა ,,შეკერა“, თინა ლაურას აკერინებს, ხოლო მთელი საქართველო ,,შერეკილების“ კინოგმირების მსგავსაც, ნოშრევან კუჭუხიძისეული ,,აბი გლუკოზასა“ თუ ,,ბროწეულის ოყნების“ მოლოდინშია!

ქართველმა ჯარისკაცებმა რა დააშავეს, ვერ ვხვდები – ალასანიამ საწყალ ბიჭებს ისეთი შეჭამანდი შეუკაზმა, ნახევარ ჯარს ფაღარათი აუტეხა; მერე იყო და არმიას ერთი ქალი დაასვეს თავზე; ახლაა და, როგორც ირკვევა, მეორე ქალით სამხედროებს ,,კერავენ“.

საქმე ისე მიდის, აქ ჭრა-კერვა დიდხანს არ მორჩება, ვიდრე სადმე ,,გულადი თერძი“ არ გამოჩნდება და ამ ჩვენს არეულ ყოფას ისე არ დაალაგებს, როგორც ეს ჯადოსნურ ზღაპრებში ხდება ხოლმე“,-წერს გაზეთი.

Comments
Loading...