თინა ხიდაშელს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თინა ხიდაშელს სამი წლით პატიმრობა ემუქრება, სტატიას ამ საკითხზე “რეზონანსი” აქვეყნებს. „პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ საგარეჯოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სს კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. თუკი თავდაცვის მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენება დაუდასტურდება, მას ჯარიმა ან 3-წლამდე პატიმრობა ემუქრება, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების 3-წლამდე ჩამორთმევით“ – წერს გამოცემა.

თავად საგარეჯოს მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატის ირმა ინაშვილის განცხადებით კი, ის გამოძიების დაწყებას მიესალმება და განცდა აქვს, რომ პროკურატურა საქმეს ობიექტურად გამოიძიებს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ არც ისეთი გულუბრყვილოა და იმის ილუზია არ აქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ხიდაშელის დაპატიმრება მოხდება, თუმცა თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით სს საქმის აღძვრა ეს მაინც მნიშვნელოვანია.
“პროკურატურა ხიდაშელს ვერ გაამართლებს, ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. არაერთი ფაქტი, მტკიცებულება და მოწმეა, თუ როგორ ერეოდა თავდაცვის მინისტრი საგარეჯოს არჩევნებში. მეტსაც გეტყვით, წესით თავდაცვის მინისტრი გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან უნდა გადადგეს, რომ ჯარისკაცებზე ზემოქმედება არ მოახდინოს, თუმცა არ მგონია რომ ეს მოხდეს. სხვა წარმატებული მინისტრების გადადგომა ხომ უხარიათ “რესპუბლიკელებს” და ახლა ეჭვმიტანილი გაყალბებაშია და გადადგეს.

დიახ, თინა ხიდაშელმა, როგორც თავდაცვის მინისტრმა, მისი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. ასევე ბოროტად გამოიყენა მისი თანამდებობა გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა“ – აცხადებს ინაშვილი.

წყარო: რეზონანსი

Comments
Loading...