თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ ის მზადაა გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცეს პასუხი, თუმცა ეს საკითხი უკვე სასაცილოა, უმრავლესობის წარმომადგენელი ზურაბ ტყემალაძე ეხმაურება და ამბობს, რომ თინა ხიდაშელს შეუძლია იცინოს, რამდენიც გაუხარდება- “თინა ხიდაშელს შეუძლია იცინოს, რამდენიც გაუხარდება, ისევე, როგორც მეც შემიძლია ვიცინო რამდენიც გამიხარდება. დანარჩენი პროკურატურის საქმეა, და მე ვერ ჩავერევი”, – აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.