თინანო : მიეცით თქვენს პატარას შანსი იყოს – “დაბადებიდან გამორჩეული”

თბილისი რომ ტენდენციების ქალაქია ეს ნამდვილად არ გვესწავლება, აქ მოდის ყოველი ახალი დეტალი საზოგადოებაზე მაშინვე აისახება ხოლმე. 

ეს ქალაქი ხაზს უსვამს, რომ კარგი შესაძლებლობა აუცილებლად მოგცემთ საშუალებას მოდურად, ორიგინალურად და გემოვნებიანად გამოიყურებოდეთ, თუმცა ისევე როგორც მოზრდილ ადამიანებს პატარა ბავშვებსაც სჭირდება გემოვნებიანი და ორიგინალური ჩაცმულობა, რის საშუალებასაც ჩვენი დღევანდელი რუბრიკის ” დაბადებიდან გამორჩეულის”  გმირი თინანო ბუჩუაძე მოგცემთ.

14138369_1041012182680750_1212476131_n

თინათინ ბუჩუაძე, 19 წლის ახალგაზრდა  დიზაინერია, რომელსაც აქვს დამთავრებული “გაუს” პიარ სკოლა და ამჟამად სწავლობს საქართველოს უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე.

12800164_1267014009980002_6877855608779006351_n

 

 

მისი კოლექცია გათვლილია ჩვილ ბავშვებზე და ის მეტად გამორჩეული და ორიგინალურია. საინფორმაცი სააგენტო ემპრესი გთავაზობთ ინტერვიუს დამწყებ დიზაინერთან.

 

მოგესალმებით თინანო, წარმოგვიდგინეთ თქვენი თავი, რას საქმიანობთ და რამ გადაგაწყვეტინათ კონკრტულად ამ ხაზის გამოშვება? 

მოგესალებით, მე ვარ თინათინ ბუჩუაძე, ვარ მესამე კურსის სტუდენტი საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტტეტის, რაც შეეხება იმას თუ რამ გადამაწყვეტინა ეს საქმიანობა, ამჟამად ვმუშაობ ბავშთა მაღაზიაში –  “ქამი” უკვე წელიწადზე მეტია და რადგანაც ბავშთა ტანსცმლის პროდუქიასთან ახლოს ვიყავი და უშუალო შეხება მქონდა გადავწყვიტე რაღაც ორიგინალური შემომეთავაზებინა საზოგადოებისთვის.

კონკრეტულად რატომ დაგებადა ეს იდეა?   ბოდეები ფრთებით ?

ბოდეებს ვკერავ უკვე ნახევარი წელიწადია, ეს იდეა დამებადა იქიდან, რომ უკვე ვახსენე რომ საბავშვო მაღაზიაში ვმუშაობ და როდესაც შემოდიოდნენ მშობლებს სულ რაღაც ორიგინალური უნდოდათ თავისი პატარასთვის. და ერთ საღამოსაც უბრალოდ ვიჯექი და (იცინის) ვფიქრობდი აი რა შეიძლება მომხმარებელს შესთავაზო ამ დროს და მომაფიქრდა – მოდი პატარა ანგელოზად წარმოვადგინოთ ბავშვითქო და ესე ჩემთვის შევკერე ფოტო გადავიღე, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამის შემდეგ გადავწყვიტე უკვე მასიურად “ფრთიანი ბოდეების” კერვა .

მოჰყვა თუ არა ამას თავიდანვე დიდი გამოხმაურება? 

თავიდან ცოტა შეკვეთა იყო, მაგრამ დროდადრო ძალიან ბევრს უნდოდა. უმეტესად სამშობიაროდან გამოსაყვანად უნდოდათ რომ პატარას ცმოდა. ასევე ყველაზე ამაღელველებელი მომენტი იყო, როდესაც ჩემმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა დადო ფოტო სადაც ეს ბოდე პატარას ნათლობაში ეცვა.

მარტო შენ ხარ დაკავებული ამ ბრენდის დიზაინით თუ გყავს დამხმარე ? 

რაც შეეხება დამხმარეს, მხოლოდ მე ვარ ამ ბრენდში და მე ვქმნი ამ დიზაინს მეტი არავინ . მომხმარებელთან მიტანა, მიწოდება შეკვეთა და ასე შემდეგ.

ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ რომ მოსწონთ და ეს შრომა წყალში არ მეყრება და უფრო მეტს უნდა მისი შეძენა.

14159835_1228529343845632_1212049054_n

როგორ შეიძლება დაგიკავშირდეს მომხმარებელი, რომელსაც პროდუქციის შეძენა სურს? 

შეძენას რაც შეეხება მაქვს სოციალურ ქსელში გახსნილი გვერდი, რომელსაც ჰქვია  “Tinano ”  სადაც შეუძლია დაათვალიეროს პროდუქცია და შემიკვეთოს. იქ არის მითითებული საკონტაქტო ტელეფონი 597 541 020  ან შეუძლია მოგვწეროს პირად  გვერდზე.

იხილეთ გვერდი

რა არის საშუალო ფასი დაახლოებით თქვენი პროდუქციის ? არის თუ არა ხელმისაწვდომი ?

ფასის დადების დრო, რომ მოვიდა თვითონ ხალხს დავუსვი შეკითხვა თუ რა ფასი იქნებოდა მათთვის მისაღები არ მინდოდა ძალიან ძვირი ყოფილიყო და არც იმდენად იაფი რომ ჩემი შრომა არ დამფასებოდა. თითოეული ბოდე – არის ფეხიანი, უფეხო, საზაფხულო, ზამთრის – ღირს 49 ლარი. მაგრამ ასევე ვაკეთებ ხოლმე  სხვადასხვა ფასდაკლებებს და წამახალისებელ ფოტოკონკურსებს სადაც გამარჯვებულს გადაეცემა ბოდე.

 

12920281_1299958860018850_7656102950237162776_n

არის თუ არა რამე სხვა რაც შეიძლება მომხარებელს შესთავაზო გარდა ბოდეებისა ?

 

დიახ, ასევე შეუძლიათ შეიძინონ დედა-შვილის მისური, რომელსაც აწერია “best friend” ცალი მხარე დედას მეორე შვილს.

ასევე შეუძლიათ ფეხსაცმლის შეძენა, რომელიც იყიდება მაღაზია “შიქ ბებეს” ყველა ფილიალში  და ღირს სულ რაღაც 21 ლარი და ძალიან უხდება ამ ბოდეებს.

13508895_1351903078157761_458210726867519708_n

 

 

 

როგორც გავიგეთ ქველმოქმედებითაც ხართ დაკავებული ? 

დიახ, ჩვენი გვერდის დახმარებით ლეიკემიით დაავადებულ გოგონას დავეხმარეთ და შემოსული თანხა სრულიად გადავურიცხეთ მას.

სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევი, რას აპირებ მომავალში ? 

სექტემბერში ვგეგმავთ ახალი კოლექციის გამოშვებას, რასაც ძალიან მალე იხილავთ.

გყავს თუ არა დასაქმებული სხვა ადამიანები ამ საქმიანობაში თუ მხოლოდ შენ კერავ? 

თავიდან მარტო ვაკეთებდი, მაგრამ შეკვეთების გაზრდის გამო გადავწყვიტე მიმემართა ატელის “NS”-ისთვის, რომელიც მდებარეობს ყაზბეგის 12-ში.

გაქვთ თუ არა კონკრეტული ლოკაცია ან მაღაზია სადაც შეიძლება მოვიდეს მომხმარებელი და პირადად ნახოს პროდუქცია და შეიძინოს? 

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს რადგან ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

 

 

Comments
Loading...