თინათინ ბოკუჩავა : საარჩევნო უბნებთან კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც ამომრჩევლების დაშინებას ცდილობენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც ამომრჩევლების დაშინებას ცდილობენ.
საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა, თიკა ბოკუჩავამ ისაუბრა.

ბოკუჩავას განცხადებით, გორში, ქუთიასსა და რუსთავში სპორსტემენები იკრიბებიან.

მისი თქმით, გორში ამ ადამიანების შეკრების კოორდინაციას ზურაბ მურადაშავილი ახდენს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ, შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა პროვოკაციები არ მოხდეს და ისეთი ტიპის პროვოკაციები არ იყოს, რაც 8 ოქტომბერს ვიხილეთ. ოქროყანაში კრიმნალური მენტალიტეტის ადამიანები არინ, რომლებიც ალკოჰოლს იღებენ და მოსახლეობას აშინებენ. შსს-ს მოვუწოდებთ, ამ ადგილებზე წარმომადგენლები მიავლინოს. დაშინების მცდელობებია, რომელიც კრიმინალური მენტლიტეტის ადამიანების მიერ უბნის გარეთ ხდება, რათა ადამიანებმა არჩევანის თავისუფლად გამოხატვა ვერ შეძლონ“, – აცხადებს ბოკუჩავა.

დეპუტატის ინფორმაციით, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მარკირებიანი ადამიანები შევიდნენ. კერძოდ, მთაწმინდის მე-8, მე-9 და მე-16 უბნებზე, ასევე მარნეულის მე-17 უბანსა და ისანში.

Comments
Loading...