თინათინ ხიდაშელი სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება

იაპონიაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და იაპონიის თავდაცის მინისტრმა გენ ნაკატანიმ თანამშრომლობის პირველი მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტის ხელმოწერამდე იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას ოფიციალური დახვედრა მოუწყო. შესრულდა იაპონიისა და საქართველოს ჰიმნები, რომლის დასრულების შემდეგ მინისტრები ჯარისკაცებს მიესალმნენ.

იაპონიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის იაპონიასთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმი პირველად საქართველოსთან გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად საქართველო და იაპონია თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე ითანამშრომლებენ. მემორანდუმი ექსპერტთა გაცვლითი შეხვედრების ორგანიზებას, საგანმანათლებლო და კვლევით პროგრამებში მონაწილეობას, სემინარების გამართვასა და მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზებას ითვალისწინებს.

Leave A Reply

Your email address will not be published.