თინათინ ხიდაშელი – სიმართლე გითხრათ, მეგონა, გოგი თოფაძე აღარ იყო პარლამენტის წევრი

სიმართლე გითხრათ, მე მეგონა, გოგი თოფაძე აღარ იყო პარლამენტის წევრი, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლი გოგი თოფაძე განცხადების გამო გააკრიტიკა.

„ სიმართლე გითხრათ, მე მეგონა, რომ ის აღარ იყო პარლამენტის წევრი, იმიტომ, რომ გვახსოვს, ეს განცხადება გააკეთა. გაუგებარი იყო მისი განცხადება, რაც ჩვენ გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ. ბოდიშის მოხდა ის თემაა, რომელსაც ვერავის დაავალდებულებ. ადამიანს ან გაქვს განცდა რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი ან არა. ამიტომ ვერავის აიძულებ ბოდიშის მოხდას“, – განაცხადა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „მრეწველების“ ლიდერმა გოგი თოფაძემ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა.

„თქვენ ხართ პირველი კაცი საქართველოში. თქვენი ყველა წინადადება, სიტყვა ანალიზდება და მინდა მოგახსენოთ თქვენი გამოანთქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე. ქართველი ხალხი თქვენ დაუნებს შეადარეთ, ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას, მაშინ არც პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ საქართველოში“, – განაცხადა გოგი თოფაძემ საგაზაფხულო სესიაზე, სადაც გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

Comments
Loading...