თოფაძე: წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს

“წესით და რიგით, ხიდაშელმა, მინისტრის კაბინეტში კი არა, დაკითხვებზე უნდა იაროს, რადგან შარშან, ოქტომბერში, საგარეჯოს რაიონში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამ საქმისთვის თავდაცვის სამინისტროს რესურსი გამოიყენა; ესეც არ იკმარა და ბიულეტენების დათვლაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ამ უმსგავსობის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც განათავსა.

დღემდე ვერ გამიგია, რასთან გვაქვს საქმე: სიბრიყვესთან თუ თავხედობასთან. ხიდაშელმა თავისი უკანონო ქმედებით მთელ კოალიციას თავი მოსჭრა და ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა” – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ოგი თოფაძე, თავდაცვის მინისტრის მიერ, მისი მისამართით გაკეთებულ კომენტარს, რომელშიც ხიდაშელმა იკითხა, “თოფაძე ისევ პარლამენტშია?”

ყველაფერი კი თოფაძის მიერ ე.წ დაუნის სკანდალს და მის შეფასებებეს უკავშირდება. დეპუტატთან ინტერვიუ გაზეთმა “საქართველო და მსოფლიო”-მ ჩაწერა.

Comments
Loading...