თოფაძემ ჟურნალისტები სამუშაო კაბინეტიდან გამოყარა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ მედიის წარმომადგენლები თავისი სამუშაო კაბინეტიდან გამოყარა.

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, ჟურნალისტებმა თოფაძეს საპარლამენტო ტრიბუნასთან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართეს, მან კი მედიასთან საუბარი არ ისურვა.

„პირდაპირი ეთერის გარეშე, კომენტარს არ გავაკეთებ. აქედან გადით, პატივს არ გცემთ. განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ს პატივს არ ვცემ და დატოვეთ ოთახი“, – მიმართა ჟურნალისტებს თოფაძემ.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, პარლამენტში გუშინ გოგი თოფაძე წარდგა სიტყვით და განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა „ქართველი ხალხი დაუნებს შეადარა და ძალიან სამწუხაროა, თუ ის ასე აფასებს საქართველოს მოსახლეობას“.

წყარო: info9.ge

Comments
Loading...