“თოფაძეს გაეწელა პარლამენტიდან წასვლა”

დავით ბერძენიშვილის მორიგი განცხადება გოგი თოფაძესთან დაკავშირებით. “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, თოფაძე თავისი განცხადებებით კოალიციას და უმრავლესობას დისკომფორტს უქმნის და მან დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე მისი დანაპირები უნდა შეასრულოს.

“კონკრეტულად თოფაძეზეა ლაპარაკი. ის დისკომფორტს უქმნის მისსავე პარტიას და კოალიციას. თოფაძეს გამოცხადებული აქვს, მივდივარ პარლამენტიდანო და რაღაც გაეწელა ამ სიტყვის შესრულება. შეასრულოს ეს და მის ფრაქციას და პარტიას მოუხსნის პრობლემებს”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში.

Comments
Loading...