თოვლიანი ამინდი 27 იანვრამდე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-26 იანვარს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თოვლი, ზოგგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგგან ქარბუქი.

დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია -1, +4 გრადუსის ფარგლებში.

26-27 იანვარს კი, ღამის მინიმალური ტემპერატურაც დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს თოვლიანი ამინდი საქართველოს მხოლოდ ცალკეულ რაიონებში შენარჩუნდება.

Comments
Loading...