თქვენ გავიწყდებათ , რომ რუსეთში ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს

პრემიერმა განაცხადა : მივესალმები რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას და ეს ჩვენი გაწონასწორებული პოლიტიკის შედეგია რუსეთთან მიმართებაშიო , მისი სპეციალური წარმომადგენელი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ბატონი აბაშიძე კი აცხადებს , რომ სავიზო რეჟიმის საკითხი არ განიხილება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოგვარებამდეო .იქნებ ჩამოყალიბდეთ ბატონებო ! თქვენ გავიწყდებათ , რომ რუსეთში ნახევარ მილიონზე მეტი საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს და სავიზო რეჟიმის გამო ზოგიერთი მათგანი მშობლების და ახლობლების დაკრძალვაზე ვერ ჩამოდიან . ასეთი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო პოლიტიკით უგულვებელყოფთ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, არამედ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს . ისე ესაუბრებით რუსეთს თითქოს ჩვენ გვქონდეს მათი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული და ჩვენი ბაზარი იყოს სასიცოცხლოდ აუცილებელი რუსული პროდუქციისათვის .ობამა , მერკელი და ოლანდი ლამის თვეში ერთხელ ხვდებიან პუტინს საკუთარი ქვეყნების სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ როდიდან გავხდით შვეიცარია ….თუ დიღმის საელჩოდან არ იძლევიან თანხმობას ქართულ-რუსული ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების დასაწყებად !?

წერს სოციალურ ქსელში,დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი,ბესო დანელია

Leave A Reply

Your email address will not be published.