„თქვენ ხართ მკვლელები! ვინც ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება“

საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება. მისი თქმით, ისინი, ვინც ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგებიან, მკვლელები არიან.

„ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები. ეს სიმართლეა.

ჩვენ 4 წელია მოვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას.

უბრალოდ, სირცხვილია, მეგობრებო,“ – წერს უჩა ნანუაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

Comments
Loading...