თქვენ მე მართლა პრემიერი ხომ არ გგონივართ, გრეჩიხას ძმაკაცი ვარ – გივი თარგამაძე კვირიკაშვილზე
“აი ნაღდი კაცი – ქართული საქმის მკეთებელი! ეს საქმე მაკეთებინეთ და არც ტურისტი მინდა, არც ინვესტიციაო. თქვენ მე მართლა პრემიერი ხომ არ გგონივართ, ან მხოლოდ გლუვის მონაო – თბილისელი კაცი ვარ, ქართული საქმის კეთების მებაირახტრის, გრეჩიხას ძმაკაცი ვარ – ხოდა ის ბიჭი, სასამართლოდან ჟურნალისტებს რომ გამოექცა, გულის გადასაყოლებლად კლუბში არ შეუშვეს ამ არაქართული საქმის მკეთებლებმაო. ხოდა ეხლა ფიქრობს, ზუსტად რა მოათხოვნინოს ნაღდთბილისელშსმინისტრს ამ უზნეოთაგან – მარტო მამაკაცები შეუშვან, ქალებიანი მამაკაცები, მამაკაცებიანი ქალები, ნაღდი თბილისელები, მხოლონ ნაზიერები ხალხი თუ ყველა ჟურნალისტისგან გამოქცეული? შენ გენაცვალე, გიორგი, შენ ღამის კლუბებში ეროვნული უპირატესობის გრძნობა გაგვიმყარე და ტურისტების და ინვესტორების თავზეც არ გავიარეთ კაითბილისურ ლაზათიანად?” – წერს სოციალურ ქსელში გივი თარგამაძე.
gnn.ge