თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ნატო-ს ყველა წევრი არ იქნება თანახმა, საქართველო ალიანსის წევრი 1, 2 ან 3 წელიწადში გახდეს

“თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ნატო-ს ყველა წევრი არ იქნება თანახმა, საქართველო ალიანსის წევრი 1, 2 ან 3 წელიწადში გახდეს”
ეს განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა საზ.მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით ნატო იცავს გფართოების პოლიტიკას, თუმცა საქართველოს გაწევრიანებას გარკვეული დრო დასჭირდება.

“თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრი არ იქნება თანახმა, თუ შევთავაზებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი 1, 2 ან 3 წელიწადში. ამ საკითხზე ჩვენ ამ დრომდე არ გვაქვს მიღწეული კონსენსუსი, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს კიდევ ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ეს არის როგორც თავდაცვისუნარიანობის განვითარება, ასევე პოლიტიკური რეფორმები, მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ კარი არავისთვის, მათ შორის, არც საქართველოსთვის” – განაცხადა ედგარ რინკევიჩსმა

Leave A Reply

Your email address will not be published.