თუ ავტომობილებია დამნაშავე, მანქანები ავკრძალოთ და გადავჯდეთ ურემზე, ან ცხენზე

ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან თარხნიშვილი ინტერესდება, თუ რა სტატისტიკა არსებობს იმის, რომ ავარიების გამოწვევის მიზეზი მარჯვენასაჭიანი ავტომობილებია.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თარხნიშვილმა განაცხადა, საუბარი იყო, რომ ავარიის შედეგად, უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე მკვლელობის დროს.

„არსებობს თუ არა რაიმე სტატისტიკა, რომ ამ განსხვავებაში უფრო დამნაშავეა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები, ან უფრო დამნაშავე ძველი ავტომანქანები? გასაგებია, რომ სტატისტიკით უფრო ბევრი იღუპება, მაშინ ლოგიკურად, მანქანები უნდა ავკრძალოთ და გადავჯდეთ ურემზე, ან ცხენზე.

თუ ავტომანქანაა დამნაშავე, მაშინ ყველა ავტომანქანა უნდა ავკრძალოთ და არა მისი გარკვეული სახეობა. მოტოციკლით ბევრად უფრო მეტი საფრთხის შემცველია, მაგრამ დღევანდელ მოხსენებაში ჩანს, რომ მოტოციკლის შემოტანაზე შეღავათები წესდება. სად არის ლოგიკა, გაუგებარია?!“, – დასძენს თარხნიშვილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.