“თუ მთავრობას საცობები აწუხებს, დაასრულოს შემოვლითი რკინიგზა, მიწისქვეშა პარკინგები..

„არასერიოზული ტყუილი,“-ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია ხელისუფლების არგუმენტებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით. მელია დღეს იმ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც როგორც ქციის ერთ-ერთი მონაწილე განმარტავს, დეპუტატმა მეჭიაურმა გაარტყა.

„მთავრობა ამბობს თუ ამ კანონს მივიღებთ დედაქალაქში არ იქნება საცობები, ეს არის არასერიოზული ტყუილი. თუ ამ მთავრობას მართლა საცობები აწუხებს ამ ქალაქში ისეთი პროექტები უნდა დაასრულოს, როგორიც არის შემოვლითი რკინიგზა, ხიდი ვეფხი და მოყმესთან, რომელიც გააჩერეს, მიწისქვეშა პარკინგები, მიწისზედა პარკინგები და ა.შ. ამ ყველაფერმა გამოიწვია საცობები,“-აცხადებს ნიკა მელია.

ამავე თემას გამოეხმაურა აქციაზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივის წევრი ვასო ურუშაძე, რომელიც აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან დღეს აქცია გაიმართა. მარჯვენასაჭიანი მანქანების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლები, ავტოდილერები და არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან.

მათ სამი მოთხონა აქვთ: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის საკითხის გაუქმება, განბაჟების სისტემის შეცვლა, ასევე 100-ქულიანი სისტემის ამოქმედების გადავადება.

Leave A Reply

Your email address will not be published.