„თუ პატრიარქი, ოპერაციას გადაჰყვებოდა, სასწრაფოდ უნდა გამოეცხადებიანთ მემკვიდრე“- რატომ მოიპარეს პატრიარქის ფაქსიმილე და ბეჭედი

თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ბეჭედი და ფაქსიმილე დაიკარგა.

როგორც ტელეკომპანია „იმედს“ ტიგინაშვილმა განუცხადა, ილია მეორის ბეჭედი გერმანიისა და ავსტრიის  ეპარქიის მმართველის ვაკანტური პოსტის შევსებისათვის გამოიყენეს. აღნიშნულ პოსტზე კი მოულოდნელად, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე დანიშნეს.

 

download დოკუმენტში, რომელიც „იმედის დროს“ კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, აღნიშნულია, რომ გერასიმე შარაშენიძე  ნამდვილად დაინიშნა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიის დროებით მმართველად.

დოკუმენტი ცხრა თებერვლით თარიღდება, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში იმყოფებოდა.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი აღნიშნავს იმ შემთხვევაში თუ პატრიარქი ოპერაციას ვერ გადაიტანდა, მის ბეჭედსა და ფაქსიმილეს ილია მეორის ანდერძისთვის გამოიყენებდნენ.

Comments
Loading...