თუ რუსეთი აგრესიას არ შეწყვეტს, საფასური, რომელსაც მოსკოვი იხდის, კიდევ უფრო გაიზრდება – ჯო ბაიდენი

“შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს ყირიმის ანექსიას და გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას,” – განცხადება ამის შესახებ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში საზღვრების ძალადობრივი გზით შეცვლა დაუშვებელია, რუსეთმა კი ეს გააკეთა და განაგრძობს ამის კეთებას.

ბაიდენის თქმით, დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია გაუმართლებელი ნაბიჯია.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ვაშინგტონი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და სანქციები ძალაში დარჩება.

“თუ რუსეთი აგრესიას არ შეწყვეტს, საფასური, რომელსაც მოსკოვი იხდის, კიდევ უფრო გაიზრდება,” – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.