„თუ ცივილიზებული სამყარო უკრაინაშიც დამარცხდება, შემდეგი გამოწვევა უფრო მტკივნეული იქნება“, – თინა ხიდაშელი

რუსეთ-უკრაინის და რუსეთ-საქართველოს ომები, სირიაში შექმნილი ვითარება, ტერორიზმი და პრობლემების რუსეთთან ერთად გადაწყვეტის გზების ძიების მართებულობა – ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ამ თემებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფორუმზე მიწვეულ აუდიტორიას საკუთარი ხედვები გაუზიარა.

მინისტრის თქმით, თუ ცივილიზებური სამყარო უკრაინაშიც დამარცხდება, მაშინ შემდეგი გამოწვევა უფრო დიდი, მტკივნეული და დამანგრეველი იქნება. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რუსეთი ევროპას გამოცდას მისთვის ყველაზე უხერხულ გეოგრაფიულ არელაში მოუწყობს.

„მათ ეს განხორციელეს ყველგან – პატარა თუ უფრო მოზრდილ ქვეყანაში – ნატოს საზღვართან, უკრაინაში, მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ევროპის ცენტრში… თუ ვინმეს შეეძლო და ამბობდა, რომ საქართველო არ არის ასეთი დგილი, რომ ის ევროპაც კი არ არის, დღეს, რუსეთი უკვე აქ არის, ძალიან ახლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეზობლად, ნატოს მეზობლად… თუ ჩვენ ყველანი, იქ (უკრაინა, სირია), დავმარცხდებით, მაშინ რუსეთის შემდეგი ცდა იქნება უფრო მასშტაბური და დიდი.

დარწმუნებული ვარ, ისინი მე-5 მუხლის ბარიერის გადაკვეთას ეცდებიან, რათა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ გამოწვევა გამოგიგზავნონ ზუსტად იქ, კარის ზღურბლზე და დაელოდებინა თქვენს რეაქციას,“- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.