თუკი საჭირო იქნება, იმ პარტიებს დავასახელებ, ვინც პოლიტიკაში ქალების მოსვლას ებრძვიან

ორგანიზაცია „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ლალი მოროშკინა უმრავლესობის ლიდერს ზვიად კვაჭანტირაძეს შეხვდა.

როგორც „ინფო 9“-ს მოროშკინამ განუცხადა, ბრიუსელში მას ძალიან ბევრ პოლიტიკოსთან ჰქონდა შეხვედრები. მათ შორის, ბელგიელ სანატორთან ინგრიტ ლიტენთან, რომელსაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, გარკვეული რეკომენდაციები აქვს.

„საჭირო ჩავთვალე, რომ მისი რეკომენდაციები უმრავლესობის ლიდერ ზვიად კვაჭანტირაძისთვის გადმომეცა. შეიძლება, საქართველოსთვის ბელგიური მოდელი მიუღებელი იყოს და იქამდე ჯერ კიდევ გზა არის გასავლელი, მაგრამ საქართველოს ბევრი ღირსეული ქალბატონი ჰყავს და პარლამენტში ახალი სახეები უნდა მოვიდნენ.

ბატონი ზვიადი, როგორც ლიტენის რეკომენდაციას იზიარებს, ასევე ჩვენს სურვილს და ამ თემებზე საუბარი გქვონდა, რაც ვფიქრობ, რომ გათვალისწინებული იქნება. ჯერჯერობით, იმ პარტიებს არ დავასახელებ, რომლებიც ქალთა კვოტირებას ებრძვიან. თუკი საჭირო იქნება, იმ პარტიებს დავასახელებ, ვინც პოლიტიკაში ქალების მოსვლას ებრძვიან“, – დასძინა მოროშკინამ.

Comments
Loading...