თურქების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავი რუსულიСу-24 აღმოჩნდა

მედიაში თურქული საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელდა ინფორმაცია თურქეთის ტერიტორიაზე ჩამოგდებული საბრძოლო თვითმფრინავის შესახებ. მოგვიანებით ინფორმაცია რუსულმა მხარემ გაავრცელა:”დღეს სირიის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ხმელეთიდან სროლის შედეგად რუსული Су-24 ჩამოვარდა, რომელიც სირიაში მყოფი რუსული ავიაჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა. თვითმფრინავი 6 ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა. პოლოტების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი მონაცემებით კი, მათ კატაპულტირება მოახერხეს,ფრენის დროს Су-24 სირიის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.” – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.