თურქეთი რუსეთს საპასუხო სანქციებით დაემუქრა

თურქეთის პრემიერმინისტრმა, აჰმედ დავითოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს.
როგორც BBC წერს, აღნიშნულის შესახეb 7 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია. დავითოღლუ არ აზუსტებს, თუ რა სახის სანქციებზეა საუბარი.
თურქეთის პრემიერიმინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა მზადაა რუსეთთან დიალოგისათვის, თუმცა მისივე თქმით, იგი არ დაუშვებს მოსკოვმა თურქეთს საკუთარი აზრი მოახვიოს.
რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები უკვე დააწესა. მიზეზი თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა.
მოსკოვმა თურქული პროდუქტის ქვეყანაში შეტანა აკრძალა და თურქულ კომპანიებს რუსეთში საქმიანობა შეუზღუდა. გარდა ამისა, მოსკოვმა თურქეთთან უვიზო მიმოსვლა ცალხმრივად გააუქმა და ტურისტებს თურქეთში მოგზაურობისაქგან თავის შეკავება ურჩია.
თავის მხრივ ანკარამ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე დიალოგის განახლების სურვილი გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები

Comments
Loading...