თურქეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით გამოდის

თურქეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით გამოდის, რომელშიც ყირიმიც ერთიანდება. ამის შესახებ განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბელგრადში გააკეთა, სადაც ეუთო-ს სამიტი მიმდინარეობს.

“თურქეთი იმედოვნებს უკრაინის დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ პატივისცემას, მის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ხელშეუხებლობას და ამ გაგებაში ყირიმიც იგულისხმება”, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება თურქეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ბელგრადში გაიმართა და 40 წუთს გაგრძელდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.