თურქეთიდან, პროსტიტუციის ბრალდებით, ქართველი ქალები გამოაძევეს

თურქეთის ხუთ რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, პროსტიტუციის ბრალდებით, დეპორტირებულია 60 ქალი, მათ შორის არიან უკრაინელები, აზერბაიჯანელები, ქართველები და სირიელები.

თურქული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ვანში ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში ასევე დაკავებულია 41 ეჭვმიტანილი, საიდანაც 12 გაათავისუფლეს, ხოლო 29 პატიმრობაში დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ 29 დაკავებულს შორის არიან ქართველებიც.

Comments
Loading...