თურქეთის არმიამ სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” 70-მდე მებრძოლი ”გაანეიტრალა”

სირიელმა ამბოხებულებმა თურქეთის სამხედრო მოსამსხაურეების მხარდაჭერით შეიარაღებული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 70-მდე მებრძოლი მოკლეს ან დაჭრეს,-ინფორმაციას BBC არმიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის არმია და მათი მოკავშირეები ჯიჰადისტების ქალაქ ელ-ბაბიდან განდევნას ცდილობენ, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. სამხედროების ცნობით, მათ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 68 მებრძოლი “გაანეიტრალეს”.

2016 წლის აგვისტოდან თურქეთი სირიაში ოპერაციას, სახელწოდებით “ევფრატის ფარი” ახორციელებს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია ჯიჰადისტების წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ნოემბერში პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობა იყო.

წყარო :  ipress.ge

Comments
Loading...