თურქეთის ავიაციამ სირიაში ისლამისტთა პოზიციები დაბომბა

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” 20 მეომარი გაანადგურა. აღნიშნულის შესახებ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, წერს CNN Turk-ი.

მეომრებმა, ტერორისტების ადგილსამყოფელი ქალაქ თელ ელ-ჰავაში აღმოაჩინეს. ავიადარტყმების შედეგად კი, გაანადგურეს სამი შენობა, რომლებიც მეომრებს ჰქონდათ დაკავებული, აგრეთვე მოტოციკლი და ავტომობილი.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქულმა თვითმფრინავებმა წარმატებით შეასრულეს დაკისრებული მისია და აეროდრომს დაუბრუნდნენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი, ოპერაციას “ევფრატის ფარი” 24 აგვისტოდან მოყოლებული ახორციელებს. ოპერაციის მიზანს ტერორისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” და ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

ოპერაციაში მონაწილეობს სპეცრაზმის ქვედანაყოფები, აგრეთვე ტანკები, ავიაცია და არტილერია.

Comments
Loading...