თურქეთის გენერლები ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს

თურქეთის ორ მოქმედ გენერალს და ერთ გადამდგარ პოლკოვნიკს ტერორიზმის მხარდაჭერას და არალეგალური სამხედრო ფორმირების შექმნას ედავებიან.
სტამბულის პროკურორი აცხადებს რომ სამხედროები მას შემდეგ დააკავეს რაც თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის დაზვერვის კუთვნილ ავტომობილებში საბრძოლო იარაღი აღმოაჩინეს.

მოგეხსენებათ გასულ კვირას თურქეთში ორი ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც თურქი სამხედროების იარაღით უკანონო ვაჭრობაზე წერდნენ. მათ სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება ედებათ ბრალად

Comments
Loading...