თურქეთის მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღის გადმოტანის ფაქტზე დააკავეს

პოლიციამ თურქეთის მოქალაქე საქართველოს საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით გადმოტანის ფაქტზე დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, ამოიღეს თურქული წარმოების პისტოლეტი 15 ვაზნით და ერთი მჭიდით. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

Comments
Loading...