თურქეთის მთავრობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფს

თურქეთის მთავრობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინიციატივა ოჯახის საკითხთა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროს ეკუთვნის. როგორც მინისტრი სემა რამაზანოღლუ აცხადებს, უახლოეს მომავალში პროექტს “უფასო ინტერნეტი ღარიბი ოჯახებისთვის” პარლამენტი დაამტკიცებს.

პროექტის მიზანია თურქეთის ინტენეტიზაციის გეგმის მხარდაჭერა, ასევე ინტერნეტის მოხმარების გაზრდა ქალებსა და ბავშვებში. თურქეთში საშუალო სიჩქარის ინტერნეტკავშირი თვეში 30-35 დოლარი ჯდება, რაც მცირეშემოსავლიანი ოჯახისათვის საკმაოდ ძვირია. პროექტი ასევე ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის კომპიუტერების გადაცემას. ამასთან თურქეთის ინიციატივა ოჯახის საკითხთა და სოციალური პოლიტიკის სამინისტროში აცახდებენ, რომ ბავშვების არასასურველი მასალებისგან დასაცავად გამოყენებული იქნება საიტების ფილტრაცია. თუ რა პრინციპით მოხდება გვერდების დაბლოკვა, ჯერჯერობით უცნობია.

Comments
Loading...