თურქეთის პარლამენტის დეპუტატმა მართლმადიდებლობა მიიღო

თურქმა დეპუტატმა უმსხვილესი ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიიდან სელინ ბოკემ (Selin Saye Böke) მართლმადიდებლობა მიიღო. ამის შესახებ ბერძნული ინტერნეტპორტალი romfea.gr წერს. თურქული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე: ,,არის თუ არა ქრისტიანი“, დეპუტატმა უპასუხა, რომ ნამდვილად მიიღო მართლმადიდებლობა.

სელინი წარმოშობით ხატაის პროვინციიდანაა, რომელიც სამხრეთ თურქეთში მდებარეობს. აღნიშნულ რეგიონში ტრადიციული არაბულენოვანი მართლმადიდებლები ცხოვრობენ, რომელთაც თურქეთის ხელისუფლების ზეწოლისა და რეპრესიების გამო უხდებათ საკუთარი რელიგიური კუთვნილების დამალვა.

დეპუტატმა მართლმადიდებლობა ქალაქ ალექსანდრეტეს (ისკენდერუნი) ტაძარში მიიღო, რომელიც ალექსანდრიის საპატრიარქოს ეკუთვნის. მიუხედავად კრიტიკული შენიშვნებისა და უარყოფითი რეაქციისა თანაპარტიელთა მხრიდან, ბოკემ მიიღო მართლმადიდებლობა და საჯაროდ აღიარა მართმადიდებლობა.

Comments
Loading...