თურქეთის პოლიციის შტაბ-ბინასთან მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 9 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის შტაბ-ბინასთან ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც დაღუპულია მინიმუმ 9 ადამიანი, ხოლო დაშავებულია – 64. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იუწყება.

 სამედიცინო პერსონალის მიერ  გაავრცელებული ინფორმაციით – დაღუპულია ერთი პოლიციელი და 25-მა კი  დაზიანება მიიღო.

თურქეთის სახელწმიფო სააგენტო Anadolu-მ თავდასხმაში ბრალი ქურთების მუშათა პარტიას დასდო.

წყარო: აიპრესი

Comments
Loading...