თურქეთის პრემიერ-მინისტრის მოწოდება სომხეთს – “გაათავისუფლოს მიწები, რომელიც მას არ ეკუთვნის”

თურქეთის პრემიერ-მინისტრი სომხეთს მოუწოდებს “გაათავისუფლოს მიწები, რომელიც მას არ ეკუთვნის”- ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუ აზერბაიჯანში ვიზიტით იმყოფება და ეს განცხადება, მედიის ცნობით მან ეს განცხადება ერთ-ერთი უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხში თურქეთი აზერბაიჯანს დახმარებას ყოველთვის გაუწევს. “აზერბაიჯანული ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება”, – განაცხადა დავუთოღლუმ.

Leave A Reply

Your email address will not be published.