თურქეთის პრემიერი: მე არ გამიცია რუსული СУ-24 -ის ჩამოგდების ბრძანება!

თურქეთის პრემიერ მინისტრის ახმეთ დავუთოღლუს თქმით, მას არ გაუცია რუსული მოიერიშის Су-24-ის ჩამოგდების ბრძანება და საერთოდ, ეს მის კომპეტენციაშიც არ შედის.

“როგორ ფიქრობთ, მე 17 წამში მოვასწრებდი და მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას? ეს შეუძლებელია, მე არ გამიცია ბრძანება “საფრთხეებზე რეაგირების წესების” ამოქმედების, ჩემთვის ამისთვის არავის მოუმართავს. ეს უფლება გენერალურმა შტაბმა ინციდენტამდე ორი დღით ადრე თურქეთის საჰაერო ძალებს გადასცა”– განაცხადა თურქეთის პრემიერმა ტელეარხ NTV -სთან ინტერვიუში.

Leave A Reply

Your email address will not be published.