თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. როგორც სააგენტო Reuters-ი თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, ერდოღანმა პუტინს ანკარაში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგა დაურეკა. მან პუტინს მომხდარ დანაშაულზე ინფორმაცია პირადად მიაწოდა.
თურქეთში რუსეთის ელჩს ანდრეი კარლოვს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში სიტყვით გამოდიოდა, სადაც ტარდებოდა ფოტოგამოფენა „რუსეთი თურქების თვალით“. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან ესროლა. “ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”, – დაიძახა რუსეთის ელჩზე თავდამსხმელმა და ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
წყარო: ინტერპრესნიუსი