თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

თურქული მედიის ინფომრაციით, დღეს თურქეთის ქალაქ დიარბაქირში ძლიერ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 30 ადამიანი.

აფეთქება უშიშროების სამმართველოს შენობასთან მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა დანაღმული ავტომობილი.

პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ აფეთქება შეიძლება თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ მოეხდინა.

Comments
Loading...