თურქეთის ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა

თურქეთის დასავლეთით, ქალაქ იზმირში აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ CNN Turk-ი იუწყება. ტელეარხის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა სასამართლოს შენობის გვერდით. შემთხვევის ადგილზე მანქანა დაიწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. პოლიციასთან სროლის დროს ორი ტერორისტის ლიკვიდირება მოხდა, მესამე ტერორისტს კი სამართალდამცავები ეძებენ.

IPN.Ge

Comments
Loading...