თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მევლუთ ჩავუშოღლუს დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა თურქ კოლეგასთან. მხარეები განიხილავენ თურქეთ-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

19 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში.

Comments
Loading...