თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებში განგაში გამოცხადდა

რუსული თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს, თურქეთის საჰაერო-სამხედრო ძალებში განგაში მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფომრაციით, თურქეთის ავიაბაზები განგაშის ნარინჯისფერ დონეზეა გადაყვანილი. როგორც მედია ადგილობრივი სამხედრო წრეების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, ავიაბაზებზე გამოცხადებული განგაშის ფორმა ყველაფრისთვის სრულ მზადყოფნას და მფრინავების მხრიდან დაუყოვნებლივ პასუხს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ანკარის ბრალდებას რუსეთის თავდაცვის უწყება ეხმაურება. გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსულ თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. სასაზღვრო გადაცდენა დაფიქსირებული არ არის არც რუსეთის და არც სირიის რადარებზე, რის გამოც თურქული მხარის ბრალდებას რუსეთი პროპაგანდას უწოდებს.

რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს პენტაგონიც ადასტურებს და მხარეებს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური მოსკოვისგან ნატო-ს საჰაერო სივრცის პატივისცემას მოითხოვს ნატო-ს გენერალური მდივანიც.

წყარო

Comments
Loading...