თურქეთის სანაპიროებთან 30 მიგრანტი დაიღუპა

თურქეთის სანაპიროებთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეითედ პრესი” ავრცელებს. მედიის ცნობით, დაიღუპა 30 ადამიანი. მაშველებმა 75 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. ნავი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიემართებოდა.

თურქული მედიის ცნობით, გადარჩენილებს შორის ავღანეთის, სირიისა და მიანმარის მოქალაქეები არიან.

Comments
Loading...