თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ყველანაირი კომუნიკაცია შეწყდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ყველანაირი კომუნიკაცია შეწყდა. ასევე თურქეთიდან გამოწვეული იქნა რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის წარმომადგენელი, რომელიც თურქეთში შავი ზღვის ფლოტის და თურქეთის საზღვაო ფლოტის კოორდინაციისთვის იმყოფებოდა. სიტუაციის გამწვავება გამოიწვია თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ.

Comments
Loading...