თურქეთის უშიშროების სამსახურმა ანკარის ტერაქტის ორგანიზატორთა ვინაობა დაადგინა

თურქეთი უშიშროების სამსახურმა უკვე დაადგინა იმ ტერორისტის ვინაობა, რომელმაც გენშტაბის შენობასთან დანაღმული მანქანა ააფეთქა. ის სირიელი ქურთია.

აფეთქების ადგილი დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრმა მოინახულა და მედიას გამოძიების დეტალები გააცნო.

აფეთქება ანკარის ცენტრში იმ დროს მოხდა, როდესაც გზაზე სამხედროების ავტობუსებს უნდა გაევლო. ბოლო მონაცემით დაიღუპა 28 ადამიანი. დაჭრილთა რიცხვი კი 60-ს აჭარბებს. უმეტესობა ჯარისკაცია. თუმცა მათ შორის გამვლელებიც არიან.

სამხედროების მანქანა ააფეთქეს დღეს თურქეთის სამხრეთით, ქალაქ დიარ-ბაქირთანაც.

Comments
Loading...