თურქეთმა ნატო-ს ხომალდები საკუთარ ტერიტორიულ წყლებში არ შეუშვა
ანკარის ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, ჩრდლიოატლანტიკული ალიანსის გემებს, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, ეგეოსის ზღვაში შესვლის უფლება არ მისცეს.
როგორც ცნობილია, თურქეთის ხელისუფლება ითხოვს, რომ ნატო-ს საზღვაო მეთაური ჩავიდეს ანკარაში, რათა განსაზღვროს ის ტერიტორია, სადაც ალიანსის გემები განლაგდებიან.
ალიანსის მისია დევნილთა თურქეთიდან საბერძნეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში უკანონო მიგრაციას ებრძვის.
წყარო: PIA.GE