თურქეთმა “რასია 1″-ის გადამღები ჯგუფი დააკავა და ქვეყანა დაატოვებინა

თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, “რასია 1″-ის გადამღები ჯგუფი დააკავა და ქვეყანა დაატოვებინა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გადამღები ჯგუფი სირიის მოსაზღვრე პროვინცია ხატაიში იმ დორს დააკავეს, როდესაც მეზობელ პროვინცია გაზიანტეპში გადადიოდნენ.
“რუსეთის გადამღები ჯგუფი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც თურქეთიდან მათი დეპორტაციის შესახებ შეატყობინეს. ამის მიზეზად თურქეთში უცხოელი ჟურნალისტების საქმიანობის წესების დარღვევა დასახელდა”, – განაცხადეს სამინისტროში.

რუსეთის საგარეო უწყება გმობს რუსი ჟურნალისტების თურქეთში დაკავებას და ქვეყნიდან მათი დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებას.

Comments
Loading...